გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელი გადასცა
პოლიტიკა - 20:00, 05 Sep, 2016     1590
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაადასტურეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მყარი მეგობრული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შემდგომ ახალი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი ურთიერთობების კიდე უფრო განვითარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შედეგად, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამისათვის კი, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური თანამშრომლობის არსებული ფორმატი, „უორდროპის დიალოგი“, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა განიხილეს „დიალოგის“ შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობისათვის. მიხეილ ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42