ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:13, 05 Sep, 2016     2788
ქიბარ ხალვაში,,რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას გამოთქვამს თავად აღიარებს, რომ ტელევიზიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.
ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს. „ნაციონალი“ არის ყველა, ვინც, ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის, ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი“ ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2“-ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივი პროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ლამის წერტილ-მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამ „დოკუმენტის“ უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ.

ვიმეორებ, – ეს ეგრეთ წოდებული „დოკუმენტი“ არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობს ფეხი აუწყოს და შეასრულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთან დაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს... საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!..

კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმომადგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდ სიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მოზადებული ფაბრიკაციაა.

ვაცხადებ მკაფიოდ, – რაც უნდა მოიხარშოს „ნაცმოძრაობის“ ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42