გელა დუმბაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დიდ ბრიტანეთში შეხვდა
პოლიტიკა - 18:22, 05 Sep, 2016     1619

4 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა - გელა დუმბაძემ, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში შეხვედრა გამართა ჩვენს თანამემამულეებთან.

შეხვედრის დაწყებამდე იგი დაესწრო წირვას, რომელსაც ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში, ტრადიციულად, ქართულ ენაზე აღავლენს ტაძრის წინამძღოლი - მამა დოროთე (ბარბაქაძე).

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში - თამარ ბერუჩაშვილი.

გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი, გააცნო მათ სამომავლო ამოცანები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში და საგანგებოდ გაუსვა ხაზი უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარების აუცილებლობას.

თავის მხრივ, ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს გააცნეს დიდი ბრიტანეთის ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები. საუბარი შეეხო განათლების საკითხებსა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოინახულა ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძართან არსებული ქართული საკვირაო სკოლა, ესაუბრა სკოლის პედაგოგებს და გადასცა მათ სასწავლო მასალები და მხატვრული ლიტერატურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42