თავდასხმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილზე
შემთხვევა - 18:09, 05 Sep, 2016     6224
,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მედეა აბაშიძის ვაჟს დღეს ფიზიკურად სოფელ ქიწნისში გაუსწორდნენ. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გორის ოფისში, მომხდარს პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდეს და ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა გადასცეს. მედეა აბაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ ხუბულურის დავალებით მის შვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერ ბრიგადის ხელმძღვანელმა ვინმე ბიბილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ის და პარტიის სხვა ლიდერები ქიწნისში ამომრჩეველს ხვდებოდნენ, იმავე სოფელში ამომრჩეველტან შეხვედრას „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატი, თეიმურაზ ხუბულურიც მართავდა. მედეა აბაშიძე ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა, საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნეს.

„დღეს განმეორდა კორცხელის თემა გორის რაიონში, სოფელ ქიწნისში. მე მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მოვუწოდებ მაჟორიტარობის კანდიდატ, ბატონ თეიმურაზ ხუბულურს, პოლიტიკა არ გახლავთ ტატამი. დღეს მოხდა ფიზიკური ანგარიშწორება ჩვენი პარტიის წევრზე, ჩემს შვილზე, მათ რომ იცოდნენ ჩემი შვილი იყო სწორედ ეს მოტივაცია გამოიყენეს, მაგრამ მე მას დავუმტკიცებ, რომ ის არის პოლიტიკური არარაობა, სადაც უნდა რომელ ეთერშიც უნდა დავუჯდები, მას ვიღაცამ აუცილებლად უნდა უთხრას, რომ მისი ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკაში, არამედ გორის რაიონში არ არის“-აცხადებს მედეა აბაშიზე.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაჟღერებულ ბრალდებებზე, „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციაში განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42