ექსკლუზივი: თურქულ გემზე ჩარჩენილი 3 ქართველი შველას ითხოვს - 52-დღიანი შიმშილობა და გაქცეული კაპიტანი
პოლიტიკა - 20:19, 05 Sep, 2016     7127

იტალიიის პორტში მყოფი სამი ქართველი: ლაშა კაკაბაძე, გიორგი სურმანიძე და გიორგი კვაჭაძე კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი „ნიუპოსტს“ უყვება, სამი ბათუმელი მამაკაცი თურქულ Oruc reis – ზე სამუშაოდ 3 თვის წინ წავიდა.

მათი მტკიცებით, გემი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენს ეკუთვნის.

კვაჭაძის თქმით, 52 დღიანი შიმშილის შემდეგ, კაპიტანი ადნან კადიზადე გაიქცა, გემი კი იტალიის პოლიციამ დააკავა.

კვაჭაძის განცხადებით, სამივე მოქალაქემ კონტრაქტი - V&v shipping transport company - თან, თურქეთში გააფორმა, თუმცა დღეს აღნიშნული კომპანია დაზარალებულებს ეუბნება, რომ რადგან გემი იტალიელი სამართალდამცავების მიერაა დაკავებული ისინი ვერაფრით დაეხმარებიან.
ბათუმელმა მეზღვაურებმა კუთვნილი გასამრსჯელო 20 000 ამერიკული დიოლარი იტალიის მთავრობასაც მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

თურქული გემი “Oruc reis”- ი ბოლო ათი დღეა აგუსტას პორტშია გაჩერებული.

„დაახლოებით სამი თვის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა V&v shipping transport company - თან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თურქეთიდან კასაბლანკაში უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ ესტონეთში ტვირთით უნდა დაგვეტვირთა გემი და ისევ თურქეთში, ქალაქ იზმირში უნდა დავბრუნებულიყავით. გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით, თუმცა სატვირთო გემი იტალიაში - სიცილიის კუნძულთან გაფუჭდა და რამდენიმე დღეა სწორედ კუნძულზე დგას.
კაპიტანთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კითხვით მივმართე და უკმაყოფილება გამოვთქვი შექმნილი მდგომარეობის გამო - არც საჭმელი გვქონდა და არც წყალი. კონფლიქტის შემდეგ კაპიტანი 7 პირთან ერთად გაიქცა, გემზე კი სამი ქართველი დავრჩით, აქიდან ერთადერთი კაპიტანი მე გახლავართ, მას შემდეგ, რაც ადნან კადიზადემ გემი დატოვა, გადავწყვიტე იტალიის პორტს დავკავშირებოდი. მათ დეტალურად ავუხსენი შექმნილი სიტუაცია, რამდენიმე წუთში გემზე იტალიელი სამართალდამცავები ამოვიდნენ, მესაკუთრის გარეშე დარჩენილი გემი საბოლოოდ სასამართლომ იტალიის მთავრობას გადაეცა, გემზე კი 14 მილიონი ევროს ოდენობის ტვირთითია. თუმცა კუთვნილი ჯამაგირის გადახდას არც იტალია აპირებს ჩვენთვის. რადგან ამჟამინდელი მდგომარეობით, გემი იტალიის პორტის დაქვემდებარებაშია, სწორედ მათ უნდა გადაგვიხადონ ფული“- განუცხადა „ნიუპოსტს“ გიორგი კვაჭაძემ.

მისი თქმით, იტალიაში საქართველოს კონსულს უკვე ესაუბრნენ, კვაჭაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ სიარულიძე პრობლემიე მოგვარებას ვერ ახერხებს მეზღვაურები მაინც მადლობლები არიან გაწეული სამუშაოსთვის.

"ნიუპოსტი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეების პროტესტით და მდგომარეობით პირველივე დღიდან დაინტერესდა და ყველა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.

"საქართველოს საკონსულო იტალიაში, აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია, მეტიც, პირველივე დღეებიდან ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში. მეზღვაურებს აქვთ გარკვეული დავა და პრეტენზიები გემთმფლობელ კომპანიასთან, იმიტომ რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ინცინდენტს ჰქონდა ადგილი, გემის კაპიტანსა და ეკიპაჟს შორის, რის გამოც კაპიტანმა მიატოვა აღნიშნული გემი. ქართველი მეზღვაურები, დარჩნენ გემზე და კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ, საქართველოს საკონსულო, როგორც უკვე გითხარით საქმის ვითარებაში ჩართულია დააკავშირა მეზღვაურები საზღვაო პროფკავშირებთან, ამ ადამიანებს ჰყავთ აყვანილი ადვოკატები, სამ დღეში ერთხელ მათ აწვდიან საჭირო რაოდენობის საკვებს. ვინაიდან მათი პრობლემის მოგვარება სამართლებრივად უნდა მოხდეს, დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდგომ იქნება კონკრეტული ქმედებები"- განუცხადეს "ნიუპოსტს" საგარეო საქმეთა სმინისტროში.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42