დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:09, 05 Sep, 2016     1178
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მეცხვარეობის ხელშეწყობისა და დარგში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ბექა გონაშვილთან და სფეროს სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა მიმდინარე წელს, თუშეთობის დღესასწაულზე თუშ მეცხვარეებთან შეხვედრის დროს დაავალა. „ეს არის გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამართა თუშეთში, სადაც კონკრეტულად მეცხვარეებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომლებსაც გადაჭრა ესაჭიროებათ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გადასარეკ ტრასებზე, შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმ ვიწრო საკითხების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის დარჩენილი. ასევე ვისაუბრეთ ცხვრის რეექსპორტსა და ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. ასევე ვისაუბრეთ მატყლის შეგროვების წერტილებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მონდომებით, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ამ საკითხებს, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების მოგვარებისთვის, „როდესაც პრემიერ მინისტრი იყო ასული თუშეთში, თუშები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ იქ გამართული შეხვედრით, მათ პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, რომ მთავრობის თანადგომის დიდი იმედი მიეცათ. მე მოხარული ვარ, რომ ბატონ დიმიტრისთან შეხვედრაზე აბსოლუტურად ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ, გავცვალეთ მოსაზრებები, დაისახა სამოქმედო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ალბათ უკვე ამ კვირიდან დავიწყებთ. მოლოდინი მაქვს ძალიან პოზიტიური, რადგან ყველამ, მათ შორის მეც, მივიღეთ კონკრეტული დავალებები, თუ რა არის გასაკეთებელი და რა წვლილი უნდა შევიტანოთ დარგის განვითარებაში. პირველად მოხდა, რომ ყველა უწყება, რომლებმაც უნდა გადაჭრან ჩვენი პრობლემები, შეიკრიბა ერთად და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთობლივი თანამშრომლობა მოიტანს ძალიან დადებით შედეგებს“ - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ მეცხვარეობის დარგის ხელშეწყობისთვის უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებები, მათ შორის ტრასების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია, მომზადდა გადასარეკი ტრასების დაურეგისტრირებელი ნაწილის აზომვითი ნახაზები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაციები, ასევე აღირიცხა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით არსებობს, მათ შორისაა კერძო საკუთრებასთან ზედდება/გადაფარვის საკითხები. „ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უკვე მოგვარდა რამდენიმე ზედდების საკითხი ალტერნატიული ტრასის მარშრუტის დადგენის თუ კერძო მესაკუთრისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით“ - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42