"ივანიშვილს ჭორაობაში არ ავყვები" - უსუფაშვილი წერილს ამზადებს
პოლიტიკა - 16:31, 05 Sep, 2016     2575
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი პარტიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ის უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს წერილს, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რაში ვერ და არ ეთანხმება ის ბიძინა ივანიშვილს. როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთ-ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში, იბრძვის მისი გამარჯვებისათვის და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს ვინც მისი კონკურენტია:

„ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს, იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე და სხვა პარტიებს. რაც შეეხება სახელმწიფოებრივ მიდგომებს და სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს, ეს არის საკითხი რომლზე მსჯელობაშიც ბიძინა ივანიშვილთან საათები მაქვს გატარებული, მაგრამ როგორც ჩანს ურიგო არ იქნება, თუ ამას საჯაროდაც გავაკეთებ, რადგან ეს არ ეხება ბიძინას, დათოს, გიორგის, ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ უახლოეს დღეებში ალბათ წერილობით შემოგთავაზებთ ჩემს ხედვებს, თუ რა გეგმა გვქონდა, რა წავიდა სწორად ქართული სახელმწიფოს განვითარების ნაწილში, რა არის დღეს ხიფათები და საფრთხეები სახელმწიფოს მომავლისთვის, რაში შეიძლება ვერ და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მე და ბიძინა ივანიშვილი. მე მიკვირს ერთადერთი რამ, რაც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე და მხარდამჭერებზე ამ თემაზეც ბევრი გვისაუბრია. მე და ბატონი ბიძინა შეთანხმებული ვართ, რომ ქვეყანა ვერ წავა წინ, თუ ქვეყანა არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და ეს მანქანა ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი, დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორებზე აყოლა და მე არ ვაპირებ ამაში გავყვე, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე უახლოეს მომავალში წერილობით მოგახსენებთ.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42