კითხვა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა და „გურიის მოამბის“ ჟურნალისტს დემაგოგი უწოდა
პოლიტიკა - 15:58, 05 Sep, 2016     36376
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურიის რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ყოფილი პრემიერი „გურიის მოამბის“ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც გურიაში 2012 წლის 17 ივნისს თეატრალურ მოედანზე მის მიერ გაცემულ რამდენიმე დაპირებას და 4 წლის შემდეგ გურიაში უკვე დღეს არსებულ მდგომარეობას ეხებოდა:

თეა იოსელიანი, „გურიის მოამბე“ -„როცა ვუყურებ იმას, რაც ხდება გურიაში, ერთი აზრი მიტრიალებს თავში - როგორ უნდა მოახერხო, რომ ასეთი მადლიანი მხარე შიმშილის პირას მიიყვანო. ხალხი სიდუხჭირეში აცხოვრო, უნდა დასრულდეს მოქალაქეების იძულება, ლუკმა - პურის საშოვნელად გადაიხვეწონ საბერძნეთსა და თურქთში. ჩვენ ავაღორძინებთ ჩაის კულტურას, თხილის ბიზნესი აღარ იქნება მონოპოლიზებული, ჩვენი მოქალაქეები იქნებიან ამაყები წელში გამართულები“ - ეს ამონარიდია 2012 წლის 17 ივნისის ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე თქვენი გამოსვლიდან. მაშინ აღნიშნეთ ისიც, რომ მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ატყუებდა ლამაზად შეფუთული დაპირებებით, თქვენ ასე ლამაზად ვერ იტყოდით, მაგრამ გააკეთებდით.

2012 წლიდან 4 წლის შემდეგ, დღეს გლეხები ისევ უკმაყოფილოები არიან თხილის ფასით, ისევ არის დასაქმების პრობლემა და ჩვენი მოქალაქეები მეტწილად თურქეთში არიან გადახვეწილები ლუკმა პურის საშოვნელად. ისევ ტოვებენ სოფელს ახალგაზრდები და სამუშაოს საძებნელად სხვადასხვა ქალაქებში დადიან. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ისეთ ოჯახებში მისვლა და მათი პრობლემების გაშუქება, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. სერიოზული პრობლემებია შეჭირვებულთა პროგრამაში, სადაც სიის მიღმა რჩებიან ღატაკი ოჯახები. დღეს უიმედობის განცდაზე ბევრი გურული საუბრობს, ვინც მაშინ დიდ იმედს ამყარებდა „ქართულ ოცნებაზე“, ისევ ეძებენ ნაგვის ურნებში ბოთლებს,რომ ჩააბარონ და სახლში პურის ფული შეიტანონ. გლეხებს მიწის რეგისტრაციის პრობლემა აქვთ და კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, 30 ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელის მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას კაპროვანში, რომელსაც უსამართლოდ ართმევენ. იგივე პრობლემაა დაბა ლაითურში და ახლა ვზივართ იმ თეატრის შენობაში, რომლის ევრორემონტისთვის თქვენ მილიონობით ლარის დახარჯვას აპირებდით. დღეს, რას ეტყვით გურულებს, რომლებიც თავს მოტყუებულად მიიჩნევენ, დაპირებულ მეოთხე საუკეთესო წელს“?

კითხვის დასრულებისთანავე, სარეკლამო ჭრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა დასმული კითხვის გამო ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ ფანი და დემაგოგი უწოდა. ეს სიტყვები ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ ეთერშიც გაიმეორა და დასმულ კითხვაზე პასუხად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ის სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა მაგალითად, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაიდო. მან ასევე ისაუბრა კორუფციისა და კრიმინალური სიტუციის ნულოვან მაჩვენებელზე.

ის რაც პირდაპირ ეთერში სარეკლამო ჭრის გამო ვერ მხვდა: „თქვენ ისეთი კითხვები დამისვით, გეტყობათ „ნაციონალების“ მომხრე ხართ. მაშინ მითხარით აბა ვის უჭერთ მხარს არჩევნებში. აააა, რატომ არ ამბობთ? იცით, რომ ვერ იტყვით ხო? არ გაქვთ ჯერ გადაწყვეტილი? ჩემი დაპირებები შემახსენეთ? მითხარით აბა რომელი არ შევასრულე? თქვენ რა გგონიათ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში არ არიან გაჭირვებულები? არ ცხოვრობენ ღარიბულად? თქვენნაირი ჟურნალისტები, რომლებიც ზოგადად საბრობენ და იძახიან გადით ქუცაში და ნახეთ, ხალხს როგორ უჭირსო, არიან დემაგოგები. 15 წლის შემდეგ, ბევრი რამ რომ გაკეთდეს და შეიცვალოს, მაინც იგივე კითხვას დასვამთ. „არ იფიქროთ, რომ 2030 წელს გაჭირვებულს ვერ ნახავთ, ეს ასე არ იქნება. მიგრაცია ევროპაში დღეს კიდევ არის, 2030 წელს არ იფიქროთ, რომ ქუჩაში გახვალთ და მათხოვარს ვეღარ დაინახავთ“, - იყო ივანიშვილის პასუხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42