"ივანიშვილი არის წარსული, ის ისევ რჩება ენის მიტან-მოტანის და ჭორაობის დონეზე"- ალასანია
პოლიტიკა - 15:31, 05 Sep, 2016     4308
ირაკლი ალასანიამ ყოფილი პრემიერის მხრიდან მისი და მისი გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი სახე არც თუ ისე კარგად აჩვენა და ვერ შეძლებს ნათესაობის ფაქტორის გადალახვა ალასანია ჭორაობად აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილს არ სჭირდება „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსი პრინციპული პარტია და მათკენ მიმართული კრიტიკაც ამის დასტურია:

„ივანიშვილმა კიდევ ვერ გაიაზრა, რა მოხდა 2 წლის წინ, ვერ დააზუსტა მიზეზები და ისევ რჩება ამ უსაფუძვლო ენის მიტან-მოტანის და ჭორაობის დონეზე და ვერ ამაღლდა საკუთარ თავზე და საკუთარ ეჭვებზე. ივანიშვილს არ ჭირდება „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსი პრინციპული პარტია. ივანიშვილის განცხადებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ კაბელების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და ივანიშვილი ჩართულია ამ საქმეში. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ ერთიანი შეკრული გუნდი და არ ვტოვებთ ერთმანეთს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შემდეგ მე შემეძლო შემენარჩუნებინა თანამდებობა და დავლოდებოდი გამოძიებას, მაგრამ დამეკარგა სახე და ღირსება. ჩვენ „თავისუფალი დემმოკრატები“ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით არასდროს ვკარგავთ ღირსებას და სახეს. მე მინდა პირდაპირ ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის წარსული, მე აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას მის განცხადებებზე, მაგრამ ვპირდები, რომ 5 უდანაშაულო კაცის ციხეში ჩასმას არ ვაპატიებთ“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42