კალაძის ინტერესები ნიშნიანიძე-ფეიქრიშვილის საქმეში - ოჯახის წევრების ბრალდება ვიცეპრემიერს
პოლიტიკა - 15:05, 05 Sep, 2016     10443

დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდების დაკავების უკან საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დგას.

თათა ჩინჩალაძე მისი მეუღლის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებამდე განხორციელებულ სატელეფონო საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ ფეიქრიშვილისგან ქვეყნის დატოვებას კახა კალაძე აქტიურად მოითხოვდა.

ვიცე-პრემიერის მოთხოვნა იყო წინასაარჩევნოდ ფეიქრიშვილს ქვეყანა დაეტოვებინა და წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩარეულიყო.

თათა ჩინჩალაძის თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ფეიქრიშვილთან მოლაპარაკებაზე იყო, კახი კალაძის მეუღლის ნახევარძმაა.

„ეს ყველაფერი არის კახი კალაძის დავალებით, ის მუდმივად აგზავნიდა ჩვენთან მის მეგობრებს,"- განაცხადა ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს - 26 წლის გიორგი ყანჩაველი, 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე და 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს გარკვეული კავშირი ჰქონდათ სამი დღის წინ ვაკეში შეიარაღებული ტავდასხმის შედეგად მოკლულ სოსო ჯოხაძესთან.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები მის კავშირს სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან გამორიცხავენ. იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ფეიქრიშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მას იარაღი თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42