„ისინი იყვნენ კოალიციის წევრები. გავიხსენოთ როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ, ამბობდნენ, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა ”ქართულმა ოცნებამ”, რამდენიმე კვირის შემდგომ კი ლამის ბოდიშების მოხდა მოუწია, არ გვქონდა ეს მხედველობაშიო - აშკარად ვერ ჰქონდათ დალაგებული და გააზრებული ყველაფერი. მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს იმას, რომ ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ადამიანები. მინდა გავიხსენო, რომ მისი მინისტრობის დროს, თავდაცვაზე უამრავი განცხადება იყო, იქ ხალხი იწამლებოდა, ტენდერები არ ჩატარდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი, რომ დალაგებული კიდევ არ ჰქონდა. ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდია, გუნდი მიყვება ლიდერის დინებას. სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი ჩვენ უფრო დიდი და ძლიერი გვყავს ცხვირწინ და ვუყურებდით 9 წელი. მივანიშვნები გუნდსაც და ალასანიასაც და სხვა პოლიტიკოსებსაც. ასეთი პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






