„ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას”. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ - ”რესპუბლიკურ პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა კომენტარი დავით უსუფაშვილზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობა კოალიციის დახმარებით მოახერხა:
„ისევ „ქართულ ოცნებაში“, კოალიციაში ყოფნის დროას მოახერხა უსუფაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ.“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






