"პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში"- EMC-ის კვლებით პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არაა
პოლიტიკა - 14:41, 05 Sep, 2016     1433
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლება გამოაქვეყნა, სახელწოდებით

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში”

ორგანიზაციის განცხადებით წარმოდგენილი კვლევა არის პირველი მცდელობა, შეფასდეს პოლიციის საქმიანობა სწორედ ამ რაკურსით და მსგავსი მეთოდოლოგიით.

კვლევა სამნაწილიანია და მასში განხილულია: 1) შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რეგულირებები; 2) საპოლიციო პრაქტიკა და კონკრეტულ საქმეებში გამოვლენილი პრობლემური საპოლიციო ინსტრუმენტები; 3) სამინისტროს ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლების კრიტიკული ანალიზი (აღნიშნული ნაწილი მოამზადა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“).

ზემოაღნიშნული საკითხები განხილულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ჭრილში. კერძოდ, შეფასებულია როგორც პოლიტიზირების შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორები, აგრეთვე სისტემის პოლიტიზირების ძირითადი გამოვლინების ფორმები.

კვლევის ძირითად მიგნებას წარმოადგენს ის, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:

  • სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელია მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები;
  • საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, საკადრო პოლიტიკაში მინისტრის მონაწილეობა კი არაგონივრულად ფართოა;
  • ცალკეული საპოლიციო ინსტრუმენტები (მაგალითად, იძულებითი ნარკოტესტირება, ადმინისტრაციული დაკავება და სხვა) იმდენად ხარვეზიანი და ბუნდოვანია, რომ ხელს უწყობს პოლიციის თვითნებობას და ამარტივებს პოლიტიკური მიზნებით პოლიციის გამოყენებას;
  • სუსტია სისტემის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის დაუსჯელობის პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში პოლიციის საქმიანობაზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია:

  • კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა;
  • მონიტორინგის პროცესში არ აღნიშნულა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში (აქცია/მანიფესტაციასა და სხვა) უხეში ძალის გამოყენებით პოლიციის ჩარევისა და მისი აღკვეთის ფაქტები;
  • თუმცა, კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების/საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ;
  • კვლევამ ასევე აჩვენა პოლიციის ინერტულობა და არაეფექტიანობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობისას. როგორც წესი, ძალადობა კერძო პირების მხრიდან იყო გამოვლენილი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

კვლევაში განხილულ პრობლემებთან ერთად, კვლევის ავტორების მიერ შემოთავაზებულია სისტემური ხასიათის რეკომენდაციებიც.

კვლევაში მოხვდა პარტიზანი მებაღეების ხმაურიანი აქციები და ნატა ფერაძის იძულებით გადაყვანანარკოშემოწმებაზე. ასევე კვლევაში მოხვდა შუალედური არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი დაპირისპირება.

პოლიციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების კონტექსტში კვლევაში ასევე მოხვდა ძალადობის შემცველი ციხის კადრების საჯარო ჩვენებები.

ადამიანის უფლებებისა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს, რომ პოლიცია არ არის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, პოლიციის ქმედება ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42