ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 14:15, 05 Sep, 2016     1169
საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს აგრარული დარგის განვითარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შეიქმნა დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ჩვენ დღეს დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია. ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 000-ზე მეტი სესხი, გაფართოვდა-გადიარაღდა 700 და შეიქმნა 150 ახალი საწარმო; 2013 წლიდან 700 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა, ჯამში გაცემულია 28 000 პოლისზე მეტი; აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია..“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების გაფორმების შემდეგ აგრარული დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას აგროსასურსათო სექტორის საქსპორტო შესაძლებლობები, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენციების ანგარიში გააცნო.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აგრარული დაგის განვითრებისთვის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კველევითი ცენტრის შექმნის, არსებული კვლევითი ბაზების რეაბილიტაციისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აგრარული დარგი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანიაეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, მას სოციალური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ოთარ დანელიას, როგორც მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატს, წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42