კონსერვაციის მსოფლიო კონგრესი, რომლის მიზანიცაა გარემოს დაცვა, კონსერვაციის ინოვაციური მიდგომების შესწავლა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლა ბუნებაში არსებული რესურსის რაციონალური გამოყენებით, IUCN-ის პრეზიდენტმა ქსინშენგ ჟანგმა გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში ეკატერინე გრიგალავამ მონაწილოება მიიღო სამუშაო შეხვედრაში - “მსოფლიო მემკვიდრეობის პროცესების მიღმა: მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების გაძლიერების მიზნით კრეატიული მიდგომების ხელშეწყობა”, სადაც საქართველოში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის პოტენციურ ადგილებზე ისაუბრა. ასევე, საქართვლოს წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილია დამატებითი ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები.
IUCN-ის 1300-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია გლობალური საკონსერვაციო დღის წესრიგსა და IUCN-ის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს. კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და აერთიანებს სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო, აკედემიური და ბიზნეს სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ლიდერებს. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირში (IUCN) საქართველო გაწევრიანებულია 2008 წლიდან, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ორმხრივი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ამ ორგანიზაციასთან.
მასალის გამოყენების პირობები






