"ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან"-გოჩა ენუქიძე
პოლიტიკა - 12:52, 05 Sep, 2016     1282
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამჯერად ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, შებეცის, სასაშის, ჩუკულისა და ხერიას სოფლების მაცხოვრებლებს სტუმრობდა. კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და სამომავლოდ ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას“, -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ამასთან, გოჩა ენუქიძემ სოფელ სასაში, გმირ ემზარ ონიანის საფლავს პატივი მიაგო.

“საქართველოს გადაარჩენს ასეთი გმირები, მათ პატივი უნდა მიაგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათ მოგვიყვანეს აქამდე. მადლობა ჩვენს გმირებს! მადლობა ემზარ ონიანს მისი ღვაწლისათვის, იმ თავგანწირვისთვის, ბევრი სხვა ვაჟკაცი რომ იხსნა ბრმა ტყვიისაგან“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42