"კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, თუ მოვისურვებდი ხელისგულზე მატარებდნენ"- ივანიშვილი
პოლიტიკა - 12:38, 05 Sep, 2016     6306
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას რომ პირადი ინტერესების დაცვა სდომებოდა, ამას ყველაზე კარგად ყოფილი ხელისუფლების პირობებში მოახერხებდა, მაგრამ მან პირად კომფორტზე იმის გამო თქვა უარი, რომ ვერ აიტანა ძალადობრივი მმართველობა და ის მდგომარეობა, რაშიც ქართული საზოგადოება იყო. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„სააკაშვილს ჩემთან ქონდა ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება, მეც არ მქონდა უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი მხვდებოდა, მაცილებდა თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ჩვენ გვქონდა კულტურული დამოკიდებულება, ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. მე რომ მდომებოდა, კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, თუ მოვისურვებდი ხელისგულზე მატარებდნენ. მაგრამ ის რაც მათ ქნეს და რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება ეს არ ავიტანე და ამისთვის მმოვედი პოლიტიკაში. მე რომ პირადული რამე მქონოდა, შეიძლება ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების დროს მეცხოვრა. ძალადობა იყო მათი კულტი, დღესაც მხოლოდ ძალადობას ვერ ანებებენ თავს, ესაა მთელი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“. მე არავის განადგურება არ მინდა, მაგრამ მათ უარი უნდა თქვან ძალადობაზე. გაიხსენეთ ჭიაბერაშვილის ნაწერები, ის ამბობს რომ ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას, სტაბილური ავტოკრატია სჯობს, თუ ამას დავამატებთ სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამებს, რომ ხალხს თურმე მიშასი უნდა ეშინოდეს. დღეს გვეუბნებიან რომ თვალებში ჩახედა და იმას აღარ იკადრებს, რას არ იკადრებს? გაუპატიურებები არ იქნება? მკვლელობები და წამებები აღარ იქნება? რეალურად მათი იდეოლოგია იყო ასეთი ავტოკრატია უნდა ყოფილიყო და ამით გააძლიერებდნენ დემოკრატიას და ეკონომიკას.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით ციხის კადრები გამაოგნებელი არა საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელებისთვის იყო, რადგან საქართველოს მოსახლეობამ ისედაც იცოდა რა ხდებოდა ციხეებში.

„ნაციონალები ამას რეკლამასაც უკეთებდნენ, ხშირად აბსოლუტურად უდანაშაულოს იჭერდნენ, რომ მეზობელს დაენახა, აი შენც თუ არ გაჩერდები, ეს მოგელის. ციხეში თუ მოხვდები, იქ სიკვდილი მოგელის. დღესაც მათი ხელწერა ძალადობაა, რითაც შეუძლია იმით ძალადობენ“- აღნიშნა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42