საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) საქართველოს საკითხს განიხილავს.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, მოკლევადიანი ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში. რაც მთავარია, მე მქონდა შეხვედრები გერმანიაში, ბრატისლავაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვისაუბრეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე. ეს პროცესი აუცილებლად წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






