გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დასრულდა
პოლიტიკა - 11:36, 05 Sep, 2016     1154
გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დასრულდა გერმანული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობას სამართალდაცვით სფეროში წარმატებულს უწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეორე სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გერმანიის სამ ფედერალურ მიწას: საქსონიას, ბადენ-ვიურტემბერგსა და ჰესენს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგს,

ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შს მინისტრ თომას შტრობლს და ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრ პეტერ ბოითს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგებს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და შს სამინისტროში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

გერმანიის ფედერალური მიწების შს მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შს მინისტრის გადაწყვეტილება, პირადად სწვეოდა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. საქართველოს შს მინისტრმა კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

გერმანული მხარე ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას სანიმუშოს უწოდებს, - ამის თაობაზე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ემილი ჰამბერგმა საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული გამოდგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42