ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 11:21, 05 Sep, 2016     1125
საქართველოს მთავრობის პროექტის " საქართველოა მთავრობა - ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები, სახელმწიფოს შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.

დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია და მის საფუძველზე, სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული ყველა პროექტი თუ სახელმწიფო პროგრამა, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას, ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალ, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

„სოფლის მეურნეობამ ქართული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაიზარდა ადგილობრივი წარმოება და ქართული პროდუქციის ექსპორტი, მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ დანელიამ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42