ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვის საჭირო პროცედურები დროულად დასრულდება, - განცხადება ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე გააკეთა.
მიროსლავ ლაიჩაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საგარეო უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან არსებობს ერთიანი შეფასება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა.
საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრატისლავაში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






