მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016”-ის საველე წვრთნები
პოლიტიკა - 12:12, 04 Sep, 2016     2416

ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე, მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016”-ის საველე ნაწილი აქტიურად მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონი, სპეციალური ოპერაციული ძალების ასეულის შტაბი და ოცეული, I საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო ბატარეა და IV მექანიზირებული ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის სატანკო ოცეული და საინჟინრო ბრიგადის ოცეული მონაწილეობენ. სწავლებაში ჩართულია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებები. სამხედრო წვრთნებში ქართულ ქვედანაყოფებთან ერთად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის სადესანტო ბრიგადის ნაღმმტყორცნთა ოცეული, უკრაინის საზღვაო ქვეითი და რუმინეთის ქვეითი ქვედანაყოფები, ასევე ბულგარეთის ქვეითი და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროები და ლატვიის შტაბის ოფიცრები მონაწილეობენ.

საველე სწავლების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით და თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებენ. სამხედრო ქვედანაყოფები წვრთნებს ტაქტიკური თავმოყრის რაიონის დაკავებაში, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის მართვაში, კომბინირებული შეიარაღების ინტეგრირებაში, საცეცხლე მომზადებაში და სხვა საკითხებში გადიან.

მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016”-ის საველე ნაწილი 4 ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სწავლების მონაწილეები სროლებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯავშანტექნიკიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ახორციელებენ. მეორე ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტუაციური სწავლებები საბრძოლო სროლების გარეშე ჩაუტარდებათ. ქართველი და უცხოელი სამხედროები მესამე ეტაპზე საველე ტაქტიკურ სწავლებას საბრძოლო სროლებით გაივლიან. სწავლების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი წვრთნები გაიმართება, რომლის დროსაც შეტევის, თავდაცვის და უკან გამოსვლის ვარჯიშები იქნება გამოყენებული.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სამხედრო წვრთნების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავებაა.

„Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების პრაქტიკული და თეორიული ნაწილი 9 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42