სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის ურყევი პოზიცია დაუდასტურა

პოლიტიკა - 19:16, 03 Sep, 2016     8909
მიხეილ ჯანელიძემ და ედვარდ ნალბანდიანმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა დაადასტურეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიას შეხვდა. შეხვედრა ბრატისლავაში, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში 2016 წლის 3 სექტემბერს გაიმართა. 


მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ამ კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთობაში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას. 


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სომხეთის ურყევი მხარდაჭერა. ამასთან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ გუშინ გაავრცელა სომხეთის სახელმწიფოს პოზიცია მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შორის თითქოსდა გამართული შეხვედრის, და მითუმეტეს საუბრის ან მოლაპარაკების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42