გოგი მეშველიანი: ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის
პოლიტიკა - 19:07, 03 Sep, 2016     1736
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი დღეს ამავე რაიონის ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სამომავლო გეგმებსა და განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.

„2012 წელთან შედარებით, პროფესიული განათლების დაფინანსება 83%-ით გაიზარდა და სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას. სახელმწიფო სასწავლებლებში შემუშავდა ახალი პროფესიული სტანდარტები, საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლიანი რეფორმა, რაც გულისხმობს კოლეჯებში ახალი, კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებლის ჩართულობას.ინოვაციისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად, 14-პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები მოეწყო“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გოგი მეშველიანის თქმითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, სახელმწიფომ დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება, რომლითაც უკვე 12 774-მა სტუდენტმა ისარგებლა.

„ ჩვენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავამოქმედეთ სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რაც მესამე წელია უწყვეტად ხორციელდება. თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე, თქვენი სახით ქვეყანას ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა“,-განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42