რესპუბლიკური პარტია დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:15, 03 Sep, 2016     2126
"ჩვენ, რესპუბლიკელები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. დღეს მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სრულიად ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში არსებული შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძალავრად იკიდებს ფეხს და საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას.

დღეს უკვე, საქმეში მოწმის სახით დაკითხული ადამიანი აგრძელებს გარდაცვლილის დედის, ნონა ჯოჯუას, შანტაჟს, დაშინებას. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ჯოჯუას სახლში მისული მოწმე დაკავებულია, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საკმარისად ჩაითვალოს. თავად დაკავებულიც მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არის სამართალდამცავი ორგანოების მსხვერპლი, რადგან ნონა ჯოჯუა მედიასთან აცხადებს: “მოწმის სახით იყო დაკითხული. ამაზე იყო გამწარებული, მე რატომ მახსენეთო იქო. პოლიციელი, რომელიც გოდერძისთან ახლობლობდა ის მივიდა მასთან, სანამ ჩემს შვილს დავასაფლავებდით, და უთხრა, რომ ნონა გააჩერეთო. ეს მინდოდა, რომ პროკურატურაში ეთქვა და ამაზე იყო გამწარებული.“ მოყვანილი ტექსტიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიცია უკანონოდ ცდილობდა საქმის მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენას.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ მძლავრად მუშაობს დაშინებისა და დაშანტაჟების პრაქტიკა. ყოველივე ამას კი სისტემური ხასიათი აქვს.

მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარების სრულყოფილად შესასწავლად და უზრუნველყონ ყველა მოწმის უსაფრთხოება"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42