პრეზიდენტი - ,,ესაუბრეთ პოლიტიკოსებს გულწრფელად და საქმიანად. მიეცით შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს იყვენენ თქვენს სამსახურში“
პოლიტიკა - 16:59, 03 Sep, 2016     1558
საქართველოს პრეზიდენტმა " შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალგაზრდებთან რეგიონებში დღეს დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილი სიღნაღის საზაფხულო სკოლას ეწვია და ახალგაზრდებს პროექტში აქტიურად ჩართვისთვის და მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლების გააქტიურებისთვის, მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

"თქვენ რეალურად შეცვალეთ გარემო და მიეცით საზოგადოებას ძალიან დიდი პოზიტიური იმპულსი. მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთ ქალაქში, არაერთ ადამინათან შეხვედრის დროს, ასობით და ათასობით ადამიანს დაანახეთ, თუ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღისწესრიგის წინაშე ვდგავართ და რა როლი გააჩნია თითოეულ ამომრჩეველს ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერის სახელით არ ხვდებოდით ამომრჩევლებს, არავისთვის არ სთხოვდით ხმის მიცემას, პოზიტიური გარემო შეუქმენით პოლიტიკურ დისკუსიას.

მიეცით შესაძლებლობა პოლიტიკოსებს უფრო აქტიურად აწარმოონ საარჩევნო კამპანია და უფრო აქტიურად ჩაერთონ თვიანთი ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაური მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს აქტიური დიალოგი აწარმოონ პოლიტიკურ ლიდერებთან.

" მივმართავ საზოგადოებას, გააგრძელეთ პოზიტიური ემოცია - ესაუბრეთ პოლიტიკოსებს, ესაუბრეთ გულწრფელად და საქმიანად. ეს კონტაქტი, პოლიტიკოსებთან მუშაობა, მისცემს შესაძლებლობას ჩვენს დემოკრატიას იყოს რეალურად დაფუძნებული იმაზე, რასაც ჰქვია ხალხის მმართველობა, ის რაც კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რაც არ უნდა იმედგაცრუებული იყოთ, იურთიერთეთ პოლიტიკოსებთან, ესაუბრეთ მათ, შედით პირადად კოტაქტში, წერილები მისწერეთ პოლიტიკოსებს. მიეცით შესაძლებლობა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს იყვენენ თქვენს სამსახურში. იყავით მათთან ძალიან გახსნილები და გულწრფელები. ამ თხოვნით მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა განაგრძონ დისკუსიები და მსჯელობა როგორც სამეგობროში, ასევე სამეზობლოში, რათა მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღოს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. "შენი ხმა ჩვენი მომავალია" პროექტის ფარგლებში მოწყობილი ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეები, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის იმედგაცრუების დაძლევის გზებით, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებითა და ახალგაზრდებთან მიმართებაში პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდნენ.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.

" შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ახალგაზრდული სკოლები ფუნქციონირებას მიმდინარე კვირას დასრულებენ. "დემოკრატიის ლაბორატორია" კი აგრძელებს პროექტს, რაც ითვალისწინებს კონკურსს უფროსკლასელებისათვის, ამომრჩეველთა გააქტიურების მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42