დიმიტრი ხუნდაძე -„არა მგონია ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ამათში დიდი ფული გადაიხადოს“
პოლიტიკა - 15:44, 03 Sep, 2016     2470
„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის სააღჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგი ეძღვნებოდა მცხეთის საკრებულოს დეპუტატების განცხადებას მასთან გამიჯვნასთან დაკავშირებით. -„მოდით, დაგისახელებთ, ვინ გამემიჯნა. დავიწყებ ყველაზე სენსაციურით: თამაზ ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი შიო ჯატიაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტია მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს, მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს. დავით ჯალაბაძე - კონსერვატიული პარტია, გარიცხულია პარტიიდან. ვაჟა თათარაშვილი - პატრიოტთა ალიანსი, გარიცხულია პარტიიდან თეიმურაზ მირესაშვილი - რესპუბლიკური პარტია ნუგზარ ჩანადირი - ბურჯანაძე-დემოკრატები გოჩა ლაბაური - გარიცხულია „კონსერვატორებიდან და შევიდა „ნაციონალების“ ფრაქციაში. დავით ვალიშვილი - გარიცხულია კონსერვატორებიდან. გურამ ანსიანი - საკრებულოში შევიდა თავისუფალი დემოკრატების ქვოტით, შემდეგ დატოვა, განაცხადი გააკეთა „ქართულ ოცნებაში“ შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიამ არ დააკმაყოფილა. ისე, მას ბევრი პარტია აქვს გამოცვლილი და როგორც ჩანს, ყველაზე მსუყე ლუკმას მიადგა ჩოჩელის სახით. ზაურ ღვინიაშვილი - ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ის მუშაობდა პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ, რაიონულმა ორგანიზაციამ ივნისის თვეში იმსჯელა მასზე და ბიუროს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ოფისს გადაეგზავნა მისი გარიცხვის თაობაზე. ასე რომ, თავად დარწმუნდით, რომ ეს პირები არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები. პირიქით, ისინი ყოველთვის ოცნების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდნენ გამგეობას და საკრებულოს მუშაობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, როგორც იქნა, ეს ხალხი საჯაროდ გამოაშკარავა და შესაბამისი სახელიც დაარქვა. რაც შეეხება გამიჯვნას, მაინტერესებს ვის გაემიჯნენ? ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასოდეს მდგარან. ჩვენი გუნდი ასეთ ხალხთან არ თანამშრომლობს. მათი ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი. თუმცა, არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ასეთ ხალხში დიდი ფული გადაიხადოს. ესენი მხოლოდ ხურდებზე შეიძლება ამუშაოს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42