საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მრავალპარტიული პარლამენტის პერსპექტივას არარეალისტურად აფასებს. კალაძის განცხადებით გაერთიანებების უმეტესობას საკანომდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე არ აქვს.
"ჩვენც ვისურვებდით, რომ პარლამენტში იყოს სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილი. თუმცა, ყველა კვლევები, რომელიც იქნა დღემდე ჩატარებული, აშკარად აჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ პარტიებს და მეც მინდა მათ მოვუწოდო, რომ იაქტიურონ, რადგან, ზოგადად, დემოკრატიული კუთხით, ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი. თქვენ თუ დააკვირდით კვლევებსაც და ამას ჩვენი შიდა კვლევებიც აჩვენებს, თუნდაც ავიღოთ სხვა პარტიებს მხარდამჭერები, როგორც ნაციონალური მოძრაობის, თვლის გარკვეული ნაწილი, პროცენტულად, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება," - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






