ირაკლი ალასანია საინვესტიციო კონფერენცია – ,,წყალტუბო 2016“ ფარგლებში ინვესტორებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:11, 03 Sep, 2016     1353
ირაკლი ალასანია საინვესტიციო კონფერენცია – ,,წყალტუბო 2016“ ფარგლებში ინვესტორებს შეხვდა. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვალერი ჩეჩელაშვილის ინიციატივით წყალტუბოში საერთაშორისო დონის ინვესტორებთან შეხვედრა პირველად ჩატარდა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში, სასტუმროში „პრომეთში“ გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც – ,,წყალტუბო 2016“ ფარგლებში გაიმართა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან (უკრაინა, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, შვეიცარია, აზერბაიჯანი, გერმანია აშშ) მოწვეულ ინვესტორებს შეხვდა და წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა და პერსპექტივები გააცნო.

„ვალერი ჩეჩელაშვილის ინიციატივით დღეს წყალტუბოში ჩამოსულები არიან საერთაშორისო ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ის ინვესტორები, რომლებიც წყალტუბოს განვითარების პროცესში დიდ წვლილს შეიტანენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეგვიძლია საქმის კეთება და უკეთესი მომავლის შექმნა, ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება მათ ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთებიათ და პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ინვესტორებთან შეხვედრისას.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და მოწვეულმა სტუმრაბმა დეტალურად ისაუბრეს იმ ინვესტიციებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოში. ირაკლი ალასანიას თქმით, ეს პროცესი არ შეჩერდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.

წყალტუბოს საინვესტიციო კონფერენციაში - ,,წყალტუბო 2016“ მონაწილეობდნენ უკრაინიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან, შვეიცარიიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ინვესტორები. „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად მათ წყალტუბოს საინვესტიციო გარემო, ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმა და პერსპექტივები განიხილეს, საუბარი აგრეთვე შეეხო სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42