იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 14:48, 03 Sep, 2016     1139
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს.

ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქის ცენტრში ( ე.წ. ცხრიანების მიმდებარე ტერიტორია) მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

„8 ოქტომბრიდან ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩემს საყვარელ გორელებთან ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების გეგმის განხორციელებას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა, ახალგაზრდების ჩართულობა. მსურს ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შენებაში თითოეულმა გორელმა თავისი წილი აგური დადოს. ძალა ერთობაშია! ეს ერთობა მოგვიტანს 8 ოქტომბერს უდიდეს გამარჯვებას! ყველაზე მთავარია ქალაქის ურბანული განვითარება , რომელიც ორიენტირებული იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე“ ,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობას შევხდა.

შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებსა და ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. მეჯვრისხეველების უმთავრეს მოთხოვნას სასმელი წყლის მუდმივი გრაფიკით მიწოდების საკითხი წარმოადგენდა.

თემურ ხუბულურის თქმით, იგი პირდება მოსახლეობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვების შემთხვევაში, 2017 წელს სხვა პრობლემებთან ერთად,სოფელში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც დროულად მოგვარდება.

„ქვეყნის ეკონომიკის წისვლაში მოწინავე ადგილი სწორედ სოფლის მეურნეობას უკავია. უახლოეს მომავალში აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო მოდერნიზდება. სახელმწიფოს მხრიდან ახალი სერვისები და პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს , რაც ხელს შუწყობს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას.ჩვენ გვაქვს უდიდესი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი. პრიორიტეტულია ფერმერული და აგროინდუსტრიული წარმოების განვითარება ,რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, თითოეული სოფლად მცხოვრებლი ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდას“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42