დავით სონღულაშვილი რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 14:30, 03 Sep, 2016     1848
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო. მან გურჯაანში და სოფელ ჭანდარში არსებული ღვინის ქარხნები მოინახულა და მათი მზადყოფნა შეამოწმა.

პირველი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში გამართა, ჭანდრის ღვინის ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. ქარხნის დირექტორმა გია ზაკალაშვილმა, დავით სონღულაშვილს პირადად გააცნო ქარხანაში არსებული სიტუაცია.

შემდეგი შეხვედრა კოტეხში მდებარე შ.პ.ს. „ძმები დუგლაძეების ღვინის ქარხანაში“ გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა. კანდიდატებმა მომუშავე პერსონალს რთველის სეზონის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, შემდეგ კი ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. კოტეხის ღვინის ქარხანას წლევანდელი სეზონისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რთველი 2016-სთვის 100%-ით მზადაა.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2016 გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე კარგად ორგანიზებულია. მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ რათა მოსახლეობისაგან რაც შეიძლება მეტი ყურძენი ჩაიბარონ და რთველიც წარმატებულად დასრულდეს. გურჯაანის შტაბში განთავსებული იქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მყისიერ რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ შეტყობინებაზე. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ რთველი 2016-ის ცენტრალურ შტაბთანაც, ისინი ერთობლივად იმუშავებენ რთველის პროცესის წარმატებით ჩატარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42