გერმანია სამართალდამცავ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას სანიმუშოს უწოდებს
პოლიტიკა - 12:00, 03 Sep, 2016     1351
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილესთან ემილი ჰამბერთან.

შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა, მათ შორის, მინისტრის მოადგილემ სანიმუშო უწოდა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც მისი განცხადებით ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.

ემილი ჰაბერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და რეფორმები, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში განახორციელა, მან აღნიშნა, რომ გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გერმანიასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ დინამიკას, რისი გამოხატულებაც არის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადება და ბევრი სხვა აქტივობა, რაც ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სანდო პარტნიორი და რეგიონში დემოკრატიული განვითარების საუკეთესო მაგალითი. მან ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.

გერმანულ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42