საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე საარცევნო პროცესებზე კომენტარს აკეთებს. ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდა:
"ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი. შესაძლოა, ეს ხელს აძლევდეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ეს ნამდვილა არ არის ამომრჩევლის ინტერესში და სწორედ ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ეს, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტის სახელით პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ. იმედიანად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი უდავოდ იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






