როგორც ქართველმა ემიგრანტებმა „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნეს, მსგავსი მულტიკულტურული ფესტივალების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ მათ შეშფოთებას სწორედ ეს ლოზუნგი და ქვეყნების მსგავსი დაჯგუფება იწვევს:
„რას ემსახურება ფესტივალის ლოზუნგი და მასში მონაწილეობის მისაღებად ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების მიწვევა?! შესაძლოა რუსეთის მიერ შეკრული „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმურის“ ნოსტალგიების გაჩენას. საბედნიეროდ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ქვეყანამ თავისი არჩევანი გააკეთა და თავისი გზა და კვალი იპოვა. მათ შორის საქართველომაც, რომელმაც თავის გზა ევროპულ მომავალს დაუკავშირა. „სიყვარულით ყოფილი საბჭოეთიდან“ ისევე ჟღერს, როგორც „სიყვარულით ყოფილი ფაშისტური ქვეყნებიდან". იმ ქვეყნების წარმომადგენლებში რომლებმაც საბჭოეთში ძალით, დიდი მსხვერპლისა და სისხლის ფასად გააერთიანეს, მინუმუმ უხერხულობის გრძნობას უნდა იწვევდეს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა.“- აცხადებენ ისინი.
ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია FUN BC FESTIVALS-ია, რომლის შესახებაც ინტერნეტში მწირი ინფორმაციაა.
მასალის გამოყენების პირობები






