მემორანდუმი თბილისში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების ცენტრის შექმნას და მის ბაზაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისათვის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სასწავლო კურსების ჩატარებას.
მემორანდუმით მიხედვით, საინტერესო მიმართულება იქნება გამგეობასთან შეთანხმებით შერჩეული ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის „ენერგოეფექტურობის აუდიტის“, ასევე კორპუსის მიერ მზის ენერგიიდან ელექტროენერგიისა მისაღებად საპილოტე პროექტის მომზადება, რაც სამომავლოდ საფუძველი იქნება პროგრამული საპროექტო წინადადებისათვის.
თავის მხრივ, LAG-ი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სამიზნე ამხანაგობების შესაძლებლობების გაძლიერება მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარებით.
მასალის გამოყენების პირობები






