"იყავით იმედიანები, რადგან ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი"-კვირკაშვილი
პოლიტიკა - 17:37, 02 Sep, 2016     1820
იყავით იმედიანები, რადგან ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი- "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხობში მოსახლეობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.

"აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ნამდვილად მშურს, ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ასეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში. მე ირაკლის ვიცნობ თითქმის ათი წელია, იგი მუშაობდა საბანკო სექტროში და ყოველთვის ძალიან გამორჩული თანამშრომელი იყო, ყოველთვის იყო ლიდერი იქ სადაც მუშაობდა და იყო ყოველთვის შეუცვლელი იმ ადგილას, სადაც მუშაობდა.ის გახლავთ ძალიან გულისხმიერი ადამიანი და გულისხმიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო მას",-განაცხადა პრემიერმა.

"მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გამცნოთ გარკვეული ცვლილება მოხდა. გოდერძი ბუკიამ, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, გუნდის წევრი, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან იგი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, და ვინაიდან ეს უკავშირდება სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ჩართულობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, თავი შეეკავებინა მაჟორიტარული არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, იგი რჩება ჩვენი გუნდის მხარდამჭერად და მისი აქ ყოფნაც ამის დასტურია. ეს იყო მისი ღირსეული გადაწყვეტილება უმაღლესი ეთიკური ნორმებით ნაკარნახევი და მინდა მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ახალგაზრდებს საკუთარ ბიზნესიდეებს უფინანსებს, ყოველგვარი გირაოს გარეშე.
"გუშინ, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. ჩვენ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დავაჯილდოვეთ მეორე წყება "სტარტაპის" გამარჯვებულების, დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ შეიქმნა და ყველა ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, მათი მშობლების თუ წინაპრების ქონების დაგირავების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო იდეით მოიპოვონ დაფინანსება და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, როდესაც დავაჯილდოვეთ 34 გამარჯვებული ახალგაზრდა და ისინი გახდებიან მეწარმეები. ასევე, სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ 20 მაღალტექნოლოგიური, ახალი იდეის ავტორი ახალგაზრდა. დიდი სიხარულია, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ყველანაირი გირაოს გარეშე წამოიწყონ ბიზნესი. ახლა, მივემგზავრები დარჩელში, სადაც მეწარმეებთან მექნება შეხვედრა. ესენი არიან სრულიად ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი სამთავრობო პროგრამებით მოიპოვეს დაფინანსება და წამოიწყეს ბიზნესი. ეს არის აბსოლუტურად სხვაგვარი ეკონომიკის შექმნა საქართველოში და არის სხვა შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, იყავით იმედიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი. ამის ჩვენ გვჯერა და ეს არის რეალობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ხობის მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმაც მიმართა. "მოგესალმებით, ძვირფასო ხობელებო. ძვირფასო ზუგდიდელებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგენა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს კახი კალაძეს და მთელ მმართველ გუნდს. მეძლევა შესაძლებლობა, ვიყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება. დეპუტატობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვემსახურო მშობლიურ მხარეს, საზოგადოებას, რომელიც ძალიან ძვირფასი და ღირებულია", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42