სომხური მხარე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციასთან შეხვედრას არ ადასტურებს
პოლიტიკა - 17:19, 02 Sep, 2016     2955

სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ეს ინფორმაცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალით დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშრებით დღეს განმარტება გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, სომხური მხარე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას:

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო შეხვედრის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ასევე გაიმართა ჩემი პირადი საუბარი საქართველოში სომხეთის ელჩთან.

სომხური მხარის განმარტებით არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია, ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42