ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს
პოლიტიკა - 15:57, 02 Sep, 2016     1376
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საქართველოში სტუმრად მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიუშ ჰალადის შეხვდნენ. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.

პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის მიზანია საქართველოში განხორციელებული რეფორმის გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი ბიზნესის რეგისტრაციის, სამეწარმეო კონტროლის განხორციელების ფორმების, ლიცენზიების რაოდენობის შემცირების და რეგულირებაზე კონტროლის დადგენის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო მეწარმეობის განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და ბიზნესთან დიალოგის თემებს.

თავის მხრივ პოლონურმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებს თავისი გამოცდილება გააცნო. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„საქართველოში ბიზნესის მქონე პოლონელი მოქალაქეები იმდენად კმაყოფილები არიან აქ არსებული სამეწარმეო გარემოთი, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო თქვენი მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე. ბოლო წლებში საქართველომ მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საინტერესო რეგულაცია დანერგა. ადრე თუ თქვენ ჩვენგან სწავლობდით, უახლოეს პერიოდში პოლონეთი აპირებს ქართული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას“ - განაცხადა შეხვედრის დასარულს პოლონეთის დელაგაციის ხელმძღვანელმა მარიუშ ჰალადიმა.

პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, შეხვედრები ასევე გაიმართა მთავრობის კანცელარიაში, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. დღეს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42