,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ
პოლიტიკა - 15:25, 02 Sep, 2016     1476
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ექიმებს საკუთარი პროგრამა და ხედვები გააცნეს, მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა საავადმყოფოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა.

,,ჩვენი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ვისაუბრეთ საკუთარ ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანებს უფინანსდებათ და უკეთდებათ სიცოცხლისთვის საჭირო ძვირადღირებული ოპერაციები. ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაფასებულები, რათა ყოველთვის იზრუნონ ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობაზე. თანამედროვე რუსთავის მშენებლობაში მათი, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლების ხედვები უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42