ინფორმაციას, რომ კაკაბაძის ქუჩაზე საკვები პროდუქტის უფასოდ დარიგება პატრიოტთა ალიანსთან არის კავშირში, უარყოფს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელიც, რომელიც მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს. ია ბაგრატიონის განცხადებით, ამ საქმის ინიციატორი თავადაზნაურთა საკრებულოა და საკვებისთვის ფულსაც ისინი აგროვებენ.
„ეს არის ბაგრატიონების, მუხრანბარტონების შთამომავლების , იმერეთის ბაგრატიონების ინიციატივა, ჩვენი თავადაზნაურთა საკრებულოს წევრების. წევრები ვაგროვებთ ფულს და ვყიდულობთ პროდუქტს. მე ვდებ ყოველთვიურად 100 ლარს“- განაცხადა ია ბაგრატიონმა.
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას უარყოფს ირმა ინაშვილიც. ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა მიზანმიმართულ სიცრუეში ადანაშაულებს და „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






