კიშინიოვის აეროპორტიდან დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლეგ არშბას დეპორტაცია განახორციელეს.
ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლეგ არშბა, რომელიც არაღიარებულ დნესტრისპირეთშ მიემგზავრებოდა, ჯერ მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი მისი დეპორტაცია მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო უწყებამ. განცხადების თანახმად, მათ დადგენილი წესების შესაბამისად შეატყობინეს მოლდოვას არშბას ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, აფხაზეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ გატარებული იქნა რეპრესიული ზომები.
„ ეს ინციდენტი დადასტურებაა მოლდოვას მხარის სისუსტის და პოლიტიკური უმწიფრობის, რაც საერთაშორისო კონტაქტების შეზღუდვის მცდელობაა” - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი „პანიკური დემარში“ ხელს ვერ შეუშლის „მოძმე სახელმწიფოების, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის ურთიერთობას.“
მასალის გამოყენების პირობები






