,,ვადის გაზრდა მიზანშეწონილი არ არის“ - კონსტიტუციონალისტი სასამართლო პროცესების შეყოვნების ალბათობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:07, 02 Sep, 2016     1574

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილებებია მოსალოდნელი. აღნიშნული ინიციატივით ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე გამოდიან.

კანონპროექტი ჯერ კიდევ 24 ივნისს არის ინიცირებული, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლო ამ ხნის განმავლობაში მოსამართლეების გარეშე დარჩება. კანონმდებლობის მიხედვით, ახალი კანდიდატების დასახელების ვადა 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს - პრეზიდენტმა, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და პარლამენტმა არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა ახალი მოსამართლეები უნდა წარადგინონ, აქედან ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენით პლენუმი, ხოლო ერთი მოსამართლე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უნდა წარადგინოს.

აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს დაუკავშირდა. რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი არ არის ვადის გაზრდა და ცვლილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური საქმიანობის პრობლემა ექმნება:

„იმიტომ ცვლიან, რომ ვერ ასწრებენ დაკომპლექტებას, პარლამენტი ვერ ასწრებს არჩევას. არსებითი მანდ არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად ვერ ასწრებენ, ამიტომ იცვლება სამთვიანი ვადით. პრობლემა არის ის, რომ რეალურად საკონსტიტუციო სასამართლო სამი თვის განმავლობაში შესაძლოა დარჩეს სამი მოსამართლის გარეშე, რაც ზრდის ალბათობას იმისა, რომ სასამართლოში პროცესები შეყოვნდეს და ეფექტურად ვეღარ განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება. მიზანშეწონილი არ არის ვადის გაზრდა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42