„პრემიერ-მინისტრო! პარლამენტარებო! საქართველოს მოქალაქეებო! თქვენ მკვლელებად ყალიბდებით!“-გოგა ჩანადირი მიმართვას ავრცელებს
სოც.მედია - 14:26, 02 Sep, 2016     18248

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ გაეცნოთ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას, რაც გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია.

„პრემიერ-მინისტრო!
პარლამენტარებო!
საქართველოს მოქალაქეებო!

იცით, რომ თქვენ, სწორედ თქვენ, მკვლელებად ყალიბდებით?

იცით, რომ თქვენი მიზეზით საქართველოში ყოველდღე 2 ადამიანი იღუპება?

გავეცანი შსს-ს ოფიციალურ მონაცემებს ავტოსაგზაო შემთხვევებზე.
2016 წლის 1ლი იანვრიდან 1ლ აგვისტომდე, ანუ, 7 თვეში, 3 725 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შარშანდელზე თითქმის სამასით მეტი (2015 წლის 1ლი 7 თვეში 3481)

წლევანდელი მონაცემებით, დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი.
აქედან თბილისში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა, შარშან კი 1624 იყო.
დედაქალაქში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 ადამიანი.
ანუ, ყოველდღე 2 ადამიანი იღუპება და 25 შავდება, რომელთა ნაწილი მთელი ცხოვრება უბედურდება.

გესმით, ეს რა სტატისტიკაა?
გესმით, რომ სიკვდილი თქვენც მოგიახლოვდათ?
გესმით, რომ საქართველოში ძალიან ცუდი მძღოლები არიან?
გესმით, რომ კატასტროფის წინაშე ვართ?
გესმით, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება?
გესმით, რომ მხოლოდ 2016 წელს საგზაო შემთხვევებით უფრო მეტი ადამანი დაიღუპა, ვიდრე სხვა მიზეზებით?

იცით, რატომ იღუპება თქვენი მიზეზით ამდენი ადამიანი?
იმიტომ, რომ არაფრით იღებთ კანონს მოძრაობის წესების გამკაცრებაზე, რომელიც ქულების დაკლებასაც გულისხმობს, არ ზრუნავთ მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემის არსებითად შეცვლაზე, არაფერს აკეთებთ საგანანმანათლებლო კუთხითა და საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს მოქალაქეებო!
იცით, რატომ იღუპება ამდენი ადამიანი?
იმიტომ, რომ 1 ნაწილი დარღვევებს ხბოს აღტაცებით ხვდებით, მეორენი დუმხართ, მესამენი მოძრაობის წესებს თავად არღვევთ და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლეს თქვენთვის ჩალის ფასი აქვს.

პრემიერ-მინისტრო!
პარლამენტარებო!
საქართველოს მოქალაქეებო!
თქვენ მკვლელებად ყალიბდებით!“-წერს ჩანადირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42