,,ჩეჩმა თბილისის მერიასთან“ - ,,თავისუფალი დემოკრატების" აქცია
პოლიტიკა - 12:10, 02 Sep, 2016     2831
,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა თბილისის მერიის წინ გამართა აქცია სახელწოდებით ,, ჩეჩმა თბილისის მერიასთან“ და პლასტიკატისგან დამზადებული ჩეჩმის იმიტირებული ვერსია მიუტანა თბილისის მერს.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, აქციის გამართვას აქვს თავისი ძალიან მკაფიო მიზეზი, რადგან გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა, სადაც დაახლოებით 3000 ოჯახი ცხოვრობს განიცდის ისეთ ელემენტარულ პრობლემას, როგორიცაა კანალიზაციის სისტემის არ არსებობა. ფაქტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა მთავრობის დროს არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

21 საუკუნეში, თბილისში არის რაიონი, სადაც ადამიანებს არ აქვთ გზა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ინტერნეტი, სკვერი და რაც მთავარია არ აქვთ კანალიზაცია. ამასთან არც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში და არც დედაქალაქის ასიგნებებში ამ ტიპის ხარჯთაღრიცხვა გათვალისწინებული არ არის. პრობლემის გადაწყვეტისათვის მოსახლეობამ მიმართა ასევე თბილისის წყლის კომპანიას, მაგრამ უშედეგოდ.

რაც მთავარია, ამდენი ხნის განმავლობაში პრობლემის გადაწყვეტისათვის არავითარ აქტივობას არ ახორციელებენ ოცნების წარმომადგენლები - გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი მურთაზ შელია.

აქციის მიზანია როგორმე იქნებ გამოფხზლდეს დავით ნარმანია და თბილისის მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინონ რეაგირება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ 17 აგვისტოს ჩატარებული აქციის შემდეგ, როდესაც ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ გლდანის ორგანიზაციის ინიციატივით გლდანში პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია შემდეგ სიმბოლურად მოხდა ნაგვის საჩუქრის სახით გამოგზავნა თბილისის მერიისათვის, კეთილმოწყობის სამსახურმა ნაწილობრივ დაასუფთავა აღნიშნული ტერიტორია. ეს გვაძლევს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ამ აქციით კიდევ ერთხელ მივაღწევთ დასახულ მიზანს.

,,სამარცხვინოა, რომ 21 საუკუნეში თბილისში არის რაიონი, სადაც მოსახლეობას კანალიზაცია არ აქვს. ხელისუფლება გველაპარაკება, რომ მომავალი არჩევნებიდან დაიწყებენ ქვეყნის აყვავებას, განახორციელებენ გრანდიოზულ პროექტებს, მაშინ როდესაც ოთხი წლის მანძილზე კანალიზაციის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს. გლდანის ამჟამინდელ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ოცნების ხელისუფლება ნიშნავს მთის განვითარების კომპანიის დირექტორად, მაშინ როდესაც ეს ადამიანი ოთხი წლის მანძილზე ერთხელ არ ასულა თავისივე ოლქში მდებარე სოფელში და კანალიზაცია ვერ გაუკეთა მოსახლეობას. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი ფორმით გვიწევს კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ თბილისის მერიას სხვა ენა არ ესმის. ცოტა ხნის წინ, გლდანელების ინიციატივით თბილისის მერიას სიმბოლურად მუყაოს ყუთით ნაგავი გამოუგზავნეთ და ამის შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურმა ნაწილობრივ დაასუფთავა გლდანის პატარა ტბის ტერიტორია. იმედი მაქვს ამ აქციის შემდეგაც გიორგიწმინდის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა გადაუწყდება. პირობას ვაძლევ გლდანელებს, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან მათ გზაც ექნებათ, ინტერნეტიც, საკანალიზაციო სისტემაც და გლდანი აღარასდროს იქნება უპატრონოდ მიტოვებული რაიონი დედაქალაქის თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ“, -განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42