"ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა " მოღალატე ხარ"... - გიორგი ვარდოსანიძის ემოციური პოსტი
სოც.მედია - 20:16, 01 Sep, 2016     29969

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე სოციალუ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"წერა არასოდეს მეხერხებოდა ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა . არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში ...
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული ... ბოლო ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე ... არ დავიწყებ იმის მოყოლას რამხელა ამაგი და სიყვარული ქონდა ჩემს მიმართ ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ . სულ სხვა რამ მინდა ვთქვა თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია ეს ყველამ კარგად ვიცით .
მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა " მამა " დაიწერა . მივხვდი ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყვებოდა და არ შევცდი . მამამ ტელეფონში მხოლოდ ერთი წინადადება წარმოსთქვა " ბებო აღარ არის " .
4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა ასე რომ უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო .
ბებო დამარცხდა ბრძოლაში .
ჩემს ძმას დაურეკე და სოფლის გზას დავადექით . დიდი დრო არ სჭირდება სოფელში ჩასვას თუმცა ეს ნახევარი საათი მინდოდა რომ საათებში გადაზრდილიყო მაგრამ ეზოს კართან ზუსტად ნახევარ საათში ვიდექით . მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის რაც უნდა დაგვხვედროდა ..
სამი შვილი რომელიც ატირებული და ქაოტური იყო ასევე სხვა ოჯახის წევრები რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ . შევედი და სკამზე აცრემლებული დავჯექი . მაქსიმლურად ვცდილობდი არ მეტირა მაგრამ ეს არ გამომდიოდა როდესაც დედის და ბიძების სახეებს ვხედავდი .
ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფლი დამავიწყდა რომლიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო .. ეს პაპაჩემი იყო .. ადამიანი რომელმაც ამ ბენოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა .. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა ..
მიუხედავად შვილების , უმრავი შვილიშვილების და შვილთაშვილების ის მაინც მარტო დარჩა .
ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა " მოღალატე ხარ ესე მარტო როგორ დამტოვე !!!
ესე მარტო როგორ დამყოვე "
იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა ...
ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად ვიდრე მეტკინა ...
თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა .. სიბერეში როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს , ჩემს გვერდით იჯდება მოხუცი ქალი რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის ან პირიქით მე თუ ვეტყვი მას ....

სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო ..
თუმცა ის ყველაზე ბედნიერია რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს ...

ბოდიში ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ თუმცა ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის . გაუბრთხილდით ბებიებს და ბაბუებს ..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42