ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ან ტყუის „ნაციონალური მოძრაობა“ ან ბიძინა ივანიშვილი:
„ან ბიძინა ივანიშვილი იტყუება ან „ნაციონალური მოძრაობა“ იტყუება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ისინი გაიქცნენ, გაეკიდნენ ივანიშვილს, ივანიშვილი ამბობს, რომ ისინი მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. წინადადება შემომაქვს, მივიყვანოთ და ხატზე დავაფიცოთ ორივე მხარე და ვინც ხატზე დაიფიცებს, იმას დავუჯეროთ“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტი ასევე ეხმაურება ყოფილი პრემიერის განცხადებას სააკაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემოყვანასთან მიმართებით და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები სახელმწიფოზე უარყოფითად მოქმედებს:
„სააკაშვილის პოლიტიკაზე შესაძლოა ვიდაოთ, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად სწორია საქართველოს ფაქტობრივი მმართველისგან ის, რომ აბრალებს ყველაფერს სააკაშვილს, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს პრეზიდენტი, ამით საბოლოო ჯამში ქვეყნის პოზიციას აზიანებს“, - აღნიშნავს ექპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






