„მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ. შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გამოძიების პროცესში ჩართულია პროკურატურაც და ახლო მომავალში, როგორც ეს გუშინ განვაცხადე, თქვენ პორკურატურისგან მოისმენთ სამართლებრივ შეფასებებს“- განაცხადა ლევან იზორიამ, ის ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყავს სპეციალურად აღჭურვილი ხომალდები, რომელთაც შეუძლიათ საძიებო სამუშაოებში მონაწილეობა.
"ეს ტყუილია, ასეთი გემი რამდენიმე ქვეყანას აქვს, ეს ჩვენ თურქულმა მხარემ გვითხრა და არის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი და საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიით. მშობლები თვითონ დარწმუნდნენ, როდესაც კაპიტანს ვესაუბრებოდით, ასე რომ არ მგონია არსებობდეს რაღაც უნივერსიტეტი, დაწესებულება, სადაც უფრო ძვირადღირებული ტექნიკა და უფრო ძვირადღირებული საშუალებები მოიპოვებოდეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






