რუსლან გაჯიევი კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 18:48, 01 Sep, 2016     1488
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა“,-განაცხადა რუსლან გაჯიევმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.

„ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42