„მე თავს შევიკავებდი ანალიზისგან, რადგან სასამართლოა და ყველაზე დიდ სირთულედ და მიღწევად მიმაჩნია, რომ საერთო სასამართლოებს ძალა მიეცა. ხედავთ როგორ ექცევიან ისინი სასამართლოს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ვეღარ იყენებენ ისე, როგორც იყენებდნენ. პროკურატურა რასაც ეტყოდა, იმას იტყოდა სასამართლოც. მე მაბრალებენ, რომ ყველაფრის მტერი და დამაქცევარი ვარ. რისთვის უნდა ვაკონტროლო სასამართლო? რაში მჭირდება? თუ საზოგადოებამ სამართლიანობა ვერ იგრძნო და სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივაღწიეთ, ტყუილია, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. იდეალურია სასამართლო დღეს? - ვერ იქნება იდეალური. მაგრამ ნახეთ სასამართლოს მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების შედარება, რა იყო და რა არის დღეს. ივანიშვილის კონტროლს იცით რატომ ამბობენ? - თვითონ ვერ აკონტროლებენ. მე რაში მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ან პირად პატიმრებს რომ მომაწერენ, თუკი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ივანიშვილის დასჯილია, ივანიშვილის პატიმარია. ერთადერთი ჩემზე აქცენტი მართლაც შეიძლება გაკეთდეს, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში და რომლითაც გუნდი სარგებლობს, მოსამართლეებმაც დაინახეს. ნახეს, რომ თავისუფლები არიან, დღეს არც ერთ შემთხვევაში მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს, დღეს არც ერთ შემთხვევაში კვირიკაშვილი არ აკონტროლებს სასამართლოს. თვითონ ვეღარ ახერხებენ კონტროლს და ამაზე არიან აღშფოთებულნი, მომაწერენ მე. ძალიან კარგად ჩანს, რომ საერთო სასამართლოები და მგონი საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის“ უხეშ მმართველობას და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარევას. ის, რაც ხდება პროცესში, საინტერესოა, რომ პაპუაშვილის წასვლამდე იგრძნო მოსამართლეების ნაწილმა თავისუფლება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






