მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს
პოლიტიკა - 17:38, 01 Sep, 2016     1295
ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე ისაუბრებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. პოტსდამში ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით იმართება. არაფორმალურ შეხვედრაზე მინისტრები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ეუთო-ს ჰამბურგის მინისტერიალის მოსამზადებელ საკითხებზე მსჯელობენ.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დღეს ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. ეს არის, როგორც დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, ასევე უმეტესწილად უსაფრთხოების საკითხები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს ბევრი პრობლემა არის ევროპაში უსაფრთხოების კუთხით. პირველ რიგში ჩვენთვის არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეუთო-ს უფრო ეფექტური ჩართულობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი მექანიზმები ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის“-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაფორმალური შეხვედრის დაწყებისას.

ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42